09:01 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 19:04:16, 455 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ნატო-ს შავ ზღვაზე გაძლიერებაზე საუბრობს

ჩვენი თავდაცვისუნარიანობა შავ ზღვაზე ეს არის პაკეტის ნაწილი, რაზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ეს არის ნატო-ს გაძლიერება შავ ზღვაზე, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ბრიუსელში შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, აქ საუბარი არ არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე მხოლოდ ექსკლუზიურად შავი ზღვის მიმართულებით, არამედ საუბარია ნატო-ს გაძლიერებაზე შავ ზღვაში.

"კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ეს ორი სხვადასხვა საკითხია. ჩვენი თავდაცვისუნარიანობა შავ ზღვაზე ეს არის პაკეტის ნაწილი, რაზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ეს არის ნატო-ს გაძლიერება შავ ზღვაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ნატო-ს სჭირდება პარტნიორები და ეს პარტნიორი ექსკლუზიურად და მხოლოდ თურქეთი ვერ იქნება", - განაცხადა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics