09:00 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 18:36:51, 446 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: საქართველოში ჩატარებული რეფორმები ყველა ქვეყანამ პოზიტიურად შეაფასა

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეაფასა. თინა ხიდაშელის თქმით, ყველა ქვეყანამ საქართველოს მიმართ პოზიტიური განწყობა დააფიქსირა.

„საქართველოში ჩატარებული რეფორმები, ყველა ქვეყანამ უკიდურესად პოზიტიური განწყობით შეაფასა. ამასთან ერთად დამატებითი წინადადებები მივიღეთ წევრი ქვეყნებისგან,“- განაცხადა თინა ხიდაშელმა ნატო-ს საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს პირისპირ შეხვდა. მოლაპარაკების შემდეგ კი ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. ამ დროისთვის ალიანსის მინისტერიალი უკვე დასრულებულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics