|
2024-04-29 19:31:19, 408 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - კონტრაქციით ისინი ცდილობენ ჩვენ დემორალიზებას - ჩვენ პირიქით, მათ ჩამოშლას უნდა მივაღწიოთ
დღევანდელი კონტრაქციით ისინი ცდილობენ ჩვენ დემორალიზებასა და დაღლას, ჩვენ პირიქით, მათ ჩამოშლას უნდა მივაღწიოთ,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" ორგანიზებით დაანონსებულ "საყოველთაო-სახალხო შეკრებას". სააკაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის იურიდიულ კომიტეტზე მე-2 მოსმენით განხილვიდან ოპოზიციონერი დეპუტატების გაძევებასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ "ასეთი თავხედური საქციელი საპარლამენტო ისტორიას არ ახსოვს". "მე პარლამენტში ვყოფილვარ როგორც ოპოზიციის ლიდერი, ისე უმრავლესობის. ასეთი თავხედური საქციელი საპარლამენტო ისტორიას არ ახსოვს. დეპუტატებსა და მოწვეულ ექსპერტებს ხმას არ აღებინებდნენ და აძევებდნენ. მართლა ხომ არ ბნელა? ამათთან შედეგს მხოლოდ პერმანენტული და მწვავე აქციები გამოიღებს, რუსებზე მხოლოდ ეს ჭრის! დღევანდელი კონტრაქციით ისინი ცდილობენ ჩვენ დემორალიზებასა და დაღლას, ჩვენ პირიქით, მათ ჩამოშლას უნდა მივაღწიოთ, ამიტომ კარგად უნდა გავაანალიზოთ ჩვენი და უცხოეთის საპროტესტო მოძრაობების გამოცდილება",- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე. შეგახსენებთ, დღეს, 29 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მე-2 მოსმენით განხილვა მიმდინარეობდა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან 10-ზე მეტი ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)