03:36 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 17:41:36, 564 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრი გადაუდებელი დახმარების ნომრის დღესთან დაკავშირებით „112“-ს ეწვია

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მოადგილეებთან და საგანგებო სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, გადაუდებელი დახმარების ნომრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „112“-ის დეპარტამენტს ეწვია.

11 თებერვალს ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, „112“-ის დღე აღინიშნება.

შს მინისტრმა და სტუმრებმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს, ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას და დეპარტამენტის სამომავლო გეგმებს გაეცნენ. აქვე, „112“-ის ახალი სოციალური პროექტის „ერთი დღე „112“-ის ოპერატორად“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ერთი დღის განმავლობაში „112“-ის ქოლ-ცენტრში, მოქალაქეების ზარებს უპასუხებენ. პროექტის მიზანია, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს საშუალება მიეცეთ, თანამოქალაქეებს დაეხმარონ და გაიგონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციაში დახმარების ოპერატიულად აღმოჩენა.

შს მინისტრმა „112“-ის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის ეფექტურ მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“ ოთხი წელია ფუნქციონირებს. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი სამ ძირითად საგანგებო სამსახურთან თანამშრომლობს: პოლიცია, სახანძრო/სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი. „112“-ის ოპერატორები 24 საათის განმავლობაში მუშაოებენ და მთელი საქართველოს მასშტაბით, საგანგებო სიტუაციაში მყოფ მოქალაქეებს ეხმარებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics