03:19 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-26 17:42:41, 474 ნახვა

საზოგადოება
ხაბეიშვილი - ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი 28 აპრილს რუსთაველზეა

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე 28 აპრილს იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, -  ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი 28 აპრილს დაგეგმილ აქციას და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ამ დღეს, ყველა ადამიანის ჩართულობა და აზრის დაფიქსირება მნიშვნელოვანია.

„პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება, ეს იქნება მათ შორის 28 აპრილსაც. მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის ჩართულობა. ივანიშვილი ფიქრობს, რომ თავებს გადათვლის რამდენი არიან. პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე 28 აპრილს იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალა ხალხშია, ძალა ერთობაშია და ძალა ევროპაშია. ჩვენ საბოლოო ჯამში გავიმარჯვებთ ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, 28 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროპული მარში დააანონსეს, რომელსაც ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics