|
2024-04-23 21:42:28, 494 ნახვა
პოლიტიკა
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ყოველთვის, როცა ვფიქრობ, რომ ფსკერზე დავიდა "ოცნება", ისინი მაკვირვებენ, იმიტომ, რომ კიდევ უფრო ქვემოთ ჩადიან, - ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა. კრამონმა აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, "თავისი მარიონეტებით ცდილობს, რომ საქართველოში "რუსკი მირი" დაამყაროს. "ძვირფასო კოლეგებო, სტუმრებო საქართველოდან, ყოველთვის, როცა ვფიქრობ, რომ ფსკერზე დავიდა "ქართული ოცნება" ისინი მაკვირვებენ, იმიტომ, რომ კიდევ უფრო ქვემოთ ჩადიან. ეს არ არის დემოკრატია, ეს არის მარიონეტების წარმოდგენა და მარიონეტების პატრონი, რომელიც ამ თოჯინებს ათამაშებს არის ოლიგარქი, რომელიც ცდილობს, რომ დააბრუნოს საქართველო რუსულ ჭაობში. ეს არის ასე ვთქვათ "რუსკი მირი" რომელსაც ივანიშვილი ცდილობს, რომ დაამყაროს საქართველოში. მაგრამ საქართველოს ხალხი არ დარჩება ასე და აუცილებლად გაუწევს ამას წინააღმდეგობას, იმიტომ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მამაც მოსახლეობას და ამით მათ ბრძოლას თავისი ევროპული მომავლისთვის", - განაცხადა კრამონმა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)