20:51 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-22 21:54:08, 469 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - მივიღე დაპირება ჯო ბაიდენისგან, რომ უკრაინის თავდაცვითი დახმარება სწრაფი და მძლავრი იქნება

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი "ტელეგრამ" არხზე ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სენატის მიერ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის დამტკიცების შემთხვევაში, ის დოკუმენტს დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს.

„მადლობას ვუხდი ჯო ბაიდენს უკრაინის მხარაჭერისთვის, რომელიც არ სუსტდება, ასევე მისი გლობალური ლიდერობისთვის. მე მივიღე დაპირება ჯო ბაიდენისგან, რომ უკრაინის თავდაცვითი დახმარება იქნება სწრაფი და მძლავრი და ის გააძლიერებს უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებებს, შორ მანძილე მოქმედ შეიარაღებას და საარტილერიო შესაძლებლობებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics