07:23 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-22 14:35:26, 401 ნახვა

საზოგადოება
კობახიძე - თბილისში სტადიონი აშენდება - ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალის მასპინძლობაზე

გვინდა, ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც გათვლილი იქნება 70 ათას მაყურებელზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სტადიონის სავარაუდო ლოკაცია ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია იქნება.

„სტადიონი იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის „სჩემპიონთა ლიგის" ჩათვლით. ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი. მოგეხსენებათ, ბრიტანული სტილის სტადიონებს არ აქვს სარბენი ბილიკები, ასეთ დროს მაქსიმალურად ემოციურია კავშირი გულშემატკივარსა და გუნდს შორის. ეს ყველაფერი გუნდის წარმატებაზე კიდევ უფრო მეტად აისახება. ეს იქნება უმაღლესი სტანდარტის სტადიონი. სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია და კომპლექსურად შეიძლება, განვითარდეს ეს ტერიტორია ასეთ პირობებში. ახალი აეროპორტის მშენებლობა წაადგება სტადიონის სწორად დატვირთვას",- თქვა კობახიძემ.

მისი განცხადებით, საქართველო 2028 წლის „ჩემპიონთა ლიგის" ფინალის მასპინძლობაზე განაცხადს შეიტანს.

„აქვე მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, უკვე ახლადაშენებულ სტადიონზე. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართული ფეხბურთისთვის და ქართველი გულშემატკივრისთვის. თბილისს ექნება უნიკალური სტადიონი 60 ათას გულშემატკივარზე გათვლილი და სათანადო განხორციელდება ეს პროექტი. საჭირო იქნება აქტიური მუშაობა. კულტურისა და სპორტის სამინისტრო იქნება დაკავებული ამ პროექტით. სამინისტროს უნდა ვთხოვოთ ამ პროექტის უზრუნველყოფა. უახლოეს მომავალში ჩვენს ქალაქს უნდა ჰქონდეს ახალი, უნიკალური სტადიონი",- განაცხადა კობახიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics