|
2024-04-22 12:52:17, 291 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - კანონის მოწინააღმდეგეები თუ ამბობენ, რომ ისედაც გამჭვირვალე არიან, მაშინ რატომ არის ატეხილი ასეთი აჟიოტაჟი
ჩვენი მიზანია, ჩვენს საზოგადოებას ჰქონდეს წვდომა ინფორმაციაზე, თუ რა თანხა შემოდის ჩვენს ქვეყანაში, ვისგან შემოდის, რა მიზანს ემსახურება და როგორ იხარჯება. ეს არის ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ლეგიტიმური ინტერესი,- ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. ოხანაშვილის თქმით, „არასამთავრობო ორგანიზაციებს დასამალი ბევრი აქვთ და არ სურთ ამ თანხების გასაჯაროება". „პრაქტიკულად ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის განწყობა არის დადებითი ამ საკითხის მიმართ, რომ მათ აქვთ ინტერესი იცოდნენ, ვინ რაში ხარჯავს ფულს. რაც შეეხება დამოკიდებულებას არასამთავრობო სექტორის მხრიდან- თუ ისინი ამბობენ, რომ ისედაც გამჭვირვალე არიან და ინფორმაციის განთავსების პრობლემა არ აქვთ, მაშინ რატომ არის მათი მხრიდან ატეხილი ასეთი აჟიოტაჟი. ფაქტია, რომ მათ დასამალი ბევრი აქვთ. ეს შეიძლება არ ეხებოდეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, მაგრამ ის მდიდარი ენჯეოები, რომლებიც შეიძლება არამიზნობრივად ხარჯავდნენ ფულს, ჩვენი საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ, ეკლესიის წინააღმდეგ, მთელი რიგი იმ ღირებულების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის არის პრიორიტეტული, როგორც ჩანს გამოჩნდება ეს თანხები და მათ არ სურთ ამ ყველაფრის გასაჯაროება“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)