07:25 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-22 12:50:22, 255 ნახვა

საზოგადოება
თბილისის დენდროლოგიურ პარკში მწვანე საფარის მოწესრიგებისა და დასუფთავების სამუშაოები შესრულდა

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დენდროლოგიურ პარკში დასუფთავებისა და მწვანე საფარის მოწესრიგების სამუშაოები შეასრულეს.

პარკის ტერიტორია გაიწმინდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან, ასევე, გაითიბა ბალახის საფარი და ბუჩქების ფორმირება განხორციელდა. ღონისძიებაში ჩართული იყო 50 თანამშრომელი.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ

„22 აპრილი მნიშვნელოვანი დღეა გარემოს დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით. სწორედ დედამიწის დღესთან დაკავშირებით თბილისის დენდროლოგიურ პარკში შევასრულეთ დასუფთავებისა და მწვანე საფარის მოწესრიგების სამუშაოები. ამ ერთობლივი ღონისძიებით ბევრად გაუმჯობესდება პარკში არსებული მდგომარეობა. გვსურს, მოვუწოდოთ მოქალაქეებს, გავუფრთხილდეთ ბუნებას.

გავუფრთხილდეთ არა მარტო რეკრეაციულ ტერიტორიებს, არამედ ქალაქის ქუჩებსა და ეზოებს. ნუ დავანაგვიანებთ გარემოს, ერთად ვიზრუნოთ, რომ თბილისში არსებული მწვანე სივრცეები იყოს სუფთა და მოვლილი. მოსახლეობის თანადგომის გარეშე გარემოზე ზრუნვას მხოლოდ მუნიციპალური სამსახურები ფიზიკურად ვერ მოახერხებენ. ამიტომ ნამდვილად საჭიროა საზოგადოების მხარდაჭერა“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

დედამიწის დღე 1970 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს 193-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები იმართება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics