20:09 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-20 15:28:35, 451 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება

თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად და გვეტყვიან, რომ ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის ("უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონი") გაუქმებაც, გადახედვაც, შეცვლა, ახლის მიღება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა გორში, პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა.

ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა არ არის მზად მეორე ეტაპისთვის, კერძოდ, ევროკავშირში გაწვრიანებისთვის.

„ქვეყანამ მიაღწია თავის მაქმსიმუმს, პიკი იყო ნოემბერ-დეკემბერი. დეკემბერში ჩვენ გავხდით კანდიდატი ქვეყანა. შემდეგი ეტაპი ეს არის გაწევრიანება.

დღეს ქვეყანა არ არის მზად რომ  გახდეს ევროკავშირის წევრი, დღეს არ არის ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის და ამას დრო სჭირდება და ბევრ ფაქტორზეა ეს დამოკიდებული შემდეგი ნაბიჯები“, - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics