20:20 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-19 13:57:20, 403 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - რა შეურაცხყოფასაც მანდატურებს აყენებდით ქალი დეპუტატები - როცა გინდათ, სქესის მიხედვით უყურებთ საკითხებს, როცა გინდათ, იგინებით

აქ რომ გამოდიხართ ხოლმე, მადლობას უხდით პარლამენტის აპარატს, ბრტყელ-ბრტყელდ რომ საუბრობთ, რა შეურაცხყოფასაც მანდატურებს აყენებდით ამ დღეებში ქალი დეპუტატები - როცა გინდათ, სქესის მიხედვით უყურებთ საკითხებს, როცა გინდათ, მამაპაპურად იგინებით და შეურაცხყოფას აყენებთ მანდატურებს,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას, რომელმაც მანამდე დეპუტატ სალომე სამადაშვილის სხდომათა დარბაზიდან გაძევება გააპროტესტა.

პაპუაშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შეურაცხყოფას "თავი დაანებონ".

"სქესის ინსტრუმენტალიზირება, რასაც თქვენ აკეთებთ ახლა თქვენ მანიპულაციურად, ეს არის ყველაზე მდაბალი საქციელი. აქ რომ გამოდიხართ ხოლმე, მადლობას უხდით პარლამენტის აპარატს, ბრტყელ-ბრტყელდ რომ საუბრობთ, რა შეურაცხყოფასაც მანდატურებს აყენებდით ამ დღეებში ქალი დეპუტატები, ახლაც ქალბატონი სალომე [სამადაშვილი] რა შეურაცხყოფასაც აყენებდა მანდატურებს - როცა გინდათ, სქესის მიხედვით უყურებთ საკითხებს, როცა გინდათ, კარგად, მამაპაპურად იგინებით და შეურაცხყოფას აყენებთ მანდატურებს, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს. ნებისმიერ დეპუტატს მოგიწოდებთ, თავი დაანებეთ პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შეურაცხყოფას",- თქვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომიდან, სადაც დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ, ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი გააძევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics