|
2024-04-18 21:50:53, 442 ნახვა
პოლიტიკა
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირი, შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 17 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებით, - ამის შესახებ აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. როგორც საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი და ამ უკანასკნელის მიმართ ჩარევის ბრალდებები მიუღებელია. „საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, კონცენტრირება მოახდინოს ყველა იმ ღონისძიების დაუყოვნებლივ განხორციელებაზე, რომლებიც აუცილებელია საქართველოს ევროპული გზის გასაგრძელებლად, რომლის მიმართაც ქართველმა ხალხმა გამოავლინა თავისი ღრმა ერთგულება. საფრანგეთი დგას საქართველოს გვერდით ამ რთულ გზაზე”, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)