|
2024-04-18 09:52:04, 394 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ჩვენ ვიცავთ ჩვენს თვითმყოფადობას, ეკლესიას, სარწმუნოებას - ამ ყველაფერით გვინდა ევროპაში
ჩვენ დავდექით იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, პრინციპულად დავიცავით ჩვენი სახელმწიფოებრიობა, იდენტობა, რისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ. ამ ღირებულებებით გვინდა ჩვენ ევროპა და ევროპული მომავალი,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. თბილისის მერის თქმით, „მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა და ხელოვნური ბარიერებისა", „ქართულმა ოცნებამ" ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე დიდ და ხელშესახებ წარმატებებს მიაღწია. მისივე თქმით, „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ამ პროცესში საქართველოს ინტერესების და ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული პრინციპების სრული დაცვით იმოქმედა. „თუ რამე წარმატება გვაქვს ევროინტეგრაციის გზაზე, ეს ყველაფერი მოხდა „ქართული ოცნების" პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ მცდელობა ჰქონდათ, როგორმე ხელი შეეშალათ ვიზალიბერალიზაციის პროცესისთვის, კანდიდატის სტატუსისთვის. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ დავდექით იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას, პრინციპულად დავიცავით ჩვენი სახელმწიფოებრიობა, იდენტობა, რისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ და რისთვისაც სისხლი დაიღვარა. ჩვენთვის ძვირფასია ქართული კულტურა, ჩვენი ტრადიციები. რას ვიცავთ? ვიცავთ ჩვენს თვითმყოფადობას, ეკლესიას, სარწმუნოებას, რაზეც დგას ჩვენი ერი, ვიცავთ ოჯახის ინსტიტუტს და ამ ყველაფერის შენარჩუნებით გვინდა ევროპული მომავალი",- განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა Live -ის ეთერში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)