07:42 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 12:07:56, 339 ნახვა

პოლიტიკა
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ტელეიმედის“ წინააღმდეგ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარი წარმოებაში მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ტელეიმედის“ წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივრი წარმოებაში მიიღო.

ამის შესახებ, „ექსპრესნიუსს“ კომისიიდან აცნობეს. „არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საჩივარში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციამ დაამზადა სოციალური რეკლამა და წერილით მიმართა შპს „ტელეიმედს“ სოციალური რეკლამის ეთერში განთავსების თაობაზე.

მიწოდებული აუდიო-ვიზუალური მასალა განეკუთვნება სოციალური რეკლამის კატეგორიას, რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ, ხოლო „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაც არა არის მიმართული მოგების მიღებაზე და ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.

საჩივარში, ასევე აღნიშნულია, რომ მაუწყებელთა უმრავლესობამ, რომელთაც ცენტრმა მიმართა, რეკლამა უსასყიდლოდ განათავსეს. მათ შორის იყვნენ: შპს „სტუდია მაესტრო“, შპს „ტელეკომპანია კავკასია“, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი I“, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი II“, შპს „რუსთავი 2“, ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“, შპს „რადიო პალიტრა“, შპს „ქართული რადიო“ (რადიო „მაესტრო“) და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი რადიო 1“. არასმთავრობო ორგანიზაცია მოთხოვნაა კომისიამ განიხილოს აღნიშნული საჩივარი და დაავალოს შპს „ტელეიმედს“ ვიდეო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსება“, - ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

საკითხის არსებითი განხილვის სხდომა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 18 თებერვალს 15:00 საათზე გაიმართება. სხდომა საჯაროა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics