|
2024-04-17 22:59:37, 506 ნახვა
პოლიტიკა
„გამოვიდეს პრემიერი და დაგველაპარაკოს“ - აქციის მონაწილეები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან
პარლამენტთან მიმდინარე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მსვლელობით გადანაცვლების გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა წამყვანმა, ლევან ცუცქირიძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც "ქართული ოცნებისთვის" მიცემული ერთსაათიანი ვადა ამოიწურა. "ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ, რომ ჩვენთან ერთად, მშვიდობიანად, მშვიდად, წყნარად წავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და მოვითხოვოთ, რომ გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და დაგველაპარაკოს. ამიტომ, ჩვენ გვინდა გთხოვოთ, რომ ხელის აწევით მოგვცეთ უფლება და მანდატი, რომ წავუძღვეთ ამ მშვიდობიან მანიფესტაციას... ჩვენ ვართ მშვიდობიანი მანიფესტანტები, მშვიდობიანი დემონსტრანტები, არ აყვეს არავინ პროვოკაციას, წავიდეთ, მივიდეთ და მოვითხოვოთ ამ კანონის უკან დაბრუნება და დაკავებულების გათავისუფლება",- განაცხადა ცუცქირიძემ. აღსანიშნავია, რომ მანამდე აქციის მონაწილეებმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გასაწვევად ერთსაათიანი ვადა მისცეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)