|
2024-04-17 16:33:13, 470 ნახვა
პოლიტიკა
ბორელი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ბორელის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. გარდა ამისა, ის მოუწოდებს ლიდერებს, თავი შეიკავონ ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შეიძლება საქართველოს ევროპულ გზას საფრთხე შეუქმნას. „თუ მიღებული იქნება, ის შეზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის მუშაობასა და გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენ მოვუწოდებთ ლიდერებს, თავი შეიკავონ ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შეიძლება სართხე შეუქმნას საქართველოს ევროპულ გზას.“, - წერს ბორელი. შეგახსენებთ, დღეს, 17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)