22:39 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-17 13:50:02, 413 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი „ოცნებას“ - რომ „დაეპოსტა“ ბერა ივანიშვილს, ხომ დადგებოდით ცალ ფეხზე, ხომ გაიწვევდით კანონს

რომ „დაეპოსტა" ბერა ივანიშვილს, ხომ დადგებოდით ცალ ფეხზე, ხომ გაიწვევდით კანონს, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

სიტყვით გამოსვლისას, ხაბეიშვილმა ხაზი გაუსვა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანების გამოხმაურებებს.

„მთელმა საქართველომ „დაპოსტა“ და გამოთქვა საკუთარი აზრი. ილია თოფურიამ დაწერა. მეტი ვინ უნდა დაწეროს, ვისი აზრი გინდათ. სპორტსმენები, საზოგადო მოღვაწეები, მსახიობები, კულტურის მოღვაწეები, ხალხი, ახალგაზრდები, ჩვენი ევროპელი კოლეგები“, -მიმართა ხაბეიშვილმა „ქართული ოცნების" დეპუტატებს.

ცნობისთვის, დღეს, 17 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა გრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics