|
2024-04-16 16:43:40, 586 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა განსახილველად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი აირჩია, ორი ალტერნატიული პროექტი კი ჩააგდო
პარლამენტმა განსახილველად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი აირჩია, „საქართველოსთვის“ მიერ შემუშავებული ორი ალტერნატიული პროექტი კი ჩააგდო. საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა ცოტა ხნის წინ გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვითაც, აღნიშნული კანონპროექტის განხილვის გაგრძელებას და ორი ალტერნატიული კანონპროექტის ჩაგდებას მხარი 78-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 25 კი წინააღმდეგ წავიდა. შესაბამისად, პარლამენტში ამ წუთებში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. შეგახსენებთ, გუშინ, 15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)