10:01 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-16 13:34:37, 272 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის დირექტორს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის (ECDC) ცენტრის დირექტორს, ანდრეა ამონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე მიმართული ღონისძიებების გაძლიერებასა და გადამდები დაავადებების ზედამხედველობისა და კონტროლის მიმართულებით ისაუბრეს.

"განიხილეს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის აქტივობებსა და ინიციატივებში საქართველოს სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობები, რაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა საქართველოს მიერ, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ. 

ანდრეა ამონი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრშიც იმყოფებოდა, სადაც დარგის სპეციალისტებთან ერთად, საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრესი შეაფასა და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. 

საქართველოში ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის  ცენტრის დირექტორის ვიზიტი წარმოადგენს ახალი კანდიდატი ქვეყნების - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვისთვის დაწყებული კონსულტაციების პროცესის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოების გზაზე, ქვეყნების საჭიროებების განსაზღვრასა და მხარდამჭერი ღონისძიებების ერთობლივად დაგეგმვას",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics