|
2024-04-16 09:01:38, 384 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დღეს განახლდება
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დღეს, პარლამენტთან 12:00 საათიდან განახლდება. დღის განმავლობაში დაგეგმილია კიდევ ერთი აქცია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოსთან 19:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა გუშინაც, დღის ბოლოს კი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. შეგახსნენებთ, საკანონმდებლო ორგანოში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროქტის განხილვა გუშინ, 15 აპრილს 10:00 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი საპროტესტო აქცია 10:00 საათზე დაიწყო, ხოლო მეორე აქცია 19:00 საათზე გაიმართა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ პარლამენტთან 15 აპრილის აქციაზე 14 პირი დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)