|
2024-04-12 16:41:54, 295 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - ვინც არიან სებ-ის საბჭოს წევრების შესარჩევ კომისიაში, მათ ქვეყანას უმუხთლეს
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შესარჩევ კომისიასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ „ვინც კომისიაშია თავის დროზე ქვეყანას უმუხთლეს“. ზარქუა კომისიის შემადგენლობაში არჩილ მესტვირიშვილის კანდიდატურის დასახელებასაც ეხმიანება და აცხადებს, რომ მაშინ როდესაც, საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში იყო, მესტვირიშვილმა გაურკვეველი მიზეზით დატოვა ეროვნული ბანკის თანამდებობა. „ვინც არიან კომისიაში, თავის დროზე ქვეყანას უმუხთლეს. მცდელობა ჰქონდათ, ჩამოეშალათ და ეროვნული ბანკის პარალიზება მოეხდინათ. ასეთი ადამიანების შერჩეული რა იქნება. ისევ იქნება ცალ ფეხზე მდგომი, სავარაუდოდ, რომელიც ქვეყნის გარედან პატრონს ან დირექტივას დაელოდება და როდესაც იქნება ბრძანება, შესაბამისად მოიქცევა,“-აღნიშნავს ზარქუა. ზარქუას თქმით, ასეთი დაკომპლექტებული კომისიისგან კარგს არაფერს უნდა ველოდოთ. „ბატონი მესტვირიშვილი გახსოვთ ამ პროცესში, როდესაც კანდიდატის სტატუსს ველოდებოდით და ვცდილობდით, მაკროეკონომიკური პარამეტრები დაბალანსებული გვქონოდა, ეკონომიკას, ქვეყანას დაარტყა და ეროვნული ბანკის თანამდებობა დატოვა. მიზეზი ჩვენთვის გაუგებარი იყო და ეს ადამიანი ჰყავს კომისიაში. თუ არ ვცდები, მეორე არის სხულუხია, რომელიც ფონ კრამონის მეგობარია და ფონ კრამონის მეგობარი რა იქნება ხომ წარმოგიდგენიათ. კიდევ არის იქ ოპოზიციური არხებიდან ჩასმული ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული ხედვა აქვთ, ამ ადამიანებისგან შეკრა კომისია ჩვენმა სასახელო პრეზიდენტმა. ამ ხალხისგან დაკომპლექტებული კომისიისგან რას უნდა ველოდოთ- არაფერს კარგს“-აცხადებს ირაკლი ზარქუა.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)