23:25 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 10:39:47, 1703 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: არსებულ სიტუაციაში რეფინანსირების განაკვეთის მცირეოდენი ზრდა, ადეკვატური ნაბიჯია

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ  არსებულ ვითარებაში რეფინანსირების განაკვეთის მცირეოდენი ზრდა ადეკვატური ნაბიჯია.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, რეფინანსირების განაკვეთის საკითხზე ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაცია წინასწარ ქონდა.

„მოგეხსენებათ, ეროვნულ ბანკს აქვს ექსკლუზიური უფლება, განახორციელოს მონეტარული პოლიტიკა და მისი ინსტრუმენტები გამოიყენოს. ეროვნული ბანკი ფლობს ოპერატიულ ინფორმაციას, რა მდგომარეობაა სავალუტო ბაზარზე და გამომდინარე აქედან მიიღო გადაწყვეტილებები. ამ საკითხზე წინასწარ გვქონდა განხილვა და ინფორმაცია, რომ საჭიროების შემთხვევაში ის ამ ინსტრუმენტებს გამოიყენებდა. ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან ამის შეფასება,  ვერც დადებითი და ვერც უარყოფითი კუთხით ვერ მოხდება,  გამომდინარე იქიდან, რომ მას გააჩნია კონკრეტულად ეს ინფორმაცია. რაც შეეხება რეფინასირების  განაკვეთის მცირეოდენ ზრდას, ეს ადეკვატური ნაბიჯია ამ სიტუაციაში  ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად დაასტაბილურა სავალუტო ბაზარი და ეს გაცვლით კურსზეც აისახა“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics