|
2024-04-10 15:43:08, 278 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - აღნიშნული კანონის არმიღება იმ დონორების ინტერესში შედის, რომელთაც სურთ დააფინანსონ პოლარიზაცია
სამწუხარო რეალობაა ის, რომ ეს დონორები შენიღბული არიან, თითქოს ქვეყნის განვითარებას უწყობენ ხელს, რეალურად კი აფინანსებენ ქართველების ერთმანეთთან დაპირისპირებას,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. თბილისის მერის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ქვეყნის ინტერესები დაზარალდეს. „აღნიშნული კანონის არმიღება შედის ისევ იმ დონორების ინტერესში, ვინც არიან შენიღბული იმით, თითქოს ქვეყნის განვითარებას და დემოკრატიული პროცესების განვითარებას ხელს უწყობენ. რეალურად კი, ისინი აფინანსებენ ყველანაირ ბოროტებას, სიბინძურეს, რომელიც შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს - ქართველების ერთმანეთთან დაპირისპირებას, პოლარიზაციას. აი, ეს არის სამწუხარო რეალობა. ჩვენ არ დაგვავიწყდეს ერთი რამ - ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. გუშინ იყო 9 აპრილი, იმ გმირების დღე, ვინც იბრძოდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, რათა ვყოფილიყავით სუვერენული ქვეყანა. მე არ მინდა ეს შეიფუთოს, როგორც ერთი ბატონის მეორე ბატონით ჩანაცვლება, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ამას ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, სანამ ვართ ხელისუფლებაში, ყოველთვის გავატარებთ და დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს. არცერთი გაერთიანება არ მიღირს ჩემი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასათმობად“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)