04:26 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-10 15:35:05, 435 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციონერი დეპუტატები - მოვითხოვთ, ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას

საპარლამენტო ოპოზიცია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

დეპუტატ თამარ კორძაიას თქმით, კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერებიც შეაგროვეს. 

"ირაკლი ღარიბაშვილი არის დღევანდელი ხელისუფლების კორუმპირებულობის სიმბოლო, სახე უკანონობის, თვითნებობის და ხალხის თანხების მითვისების. საქართველოს პარლამენტში, ნაცვლად იმისა, რომ ვსაუბრობდეთ იმაზე, რაც აწუხებს ხალხს, კორუფციაზე, თუ საიდან მოიპოვა ღარიბაშვილმა და მისმა ოჯახმა ამხელა ქონება; როგორ გამდიდრდნენ ეს ადამიანები ხალხის ხარჯზე; როგორ აფრენენ საკუთარ შვილებს უცხოეთში; რა ხარჯებით ცხოვრობს მათი შვილი ფილადელფიაში და ა.შ. ეს მონაცემები საქართველოს მოსახლეობისთვის არის უცნობი, დამალული, საიდუმლო. 

ჩვენ მოვითხოვთ, საქართველოს პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით. შეგროვებული გვაქვს საკმარისი ხელმოწერები... დავაინიცირებთ. ახლა ჯერი არის "ქართულ ოცნებაზე" - რამდენად შეუძლიათ, დაუთმონ დრო რეალურ პრობლემებს",- განაცხადა კორძაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics