|
2024-04-10 14:00:59, 386 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - გიორგი ქოჩორაშვილის მამა „ნაცია“
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამა როინ ქოჩარაშვილი „ნაცია“. კალაძე მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ფეხბურთელისა და მისი მამის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ „პოსტს" გამოეხმაურა და თქვა: „რატომ გაგიკვირდათ? როინ ქოჩორაშვილი „ნაცია“, რა არის ამაში პრობლემა? ჩემზე უკეთ იცით, რომ როინ ქოჩორაშვილი არის „ნაცი“, გახარიას პარტიის წარმომადგენელი. რატომ გიკვირთ ეს?“. მისი თქმით, "ვიღაცას თუ ერთი ბატონის მეორეთი ჩანაცვლება თავისუფლება და დემოკრატია ჰგონია, ეს ასე არ არის". „ჩვენ ყველას გვინდა ევროპა. თქვენ როგორ ფიქრობთ, მე არ მინდა ევროპა? მაგრამ პირველ რიგში, ევროპა საქართველოში გვინდა. ევროპულად უნდა ვიცხოვროთ ჩვენ, აქ უნდა ვიცხოვროთ, ჩვენს ქვეყანაში. რა არის ევროპა, რა არის ის ძირითადი პრინციპები, რაზეც ის დგას: სამართლიანობა, განსხვავებული აზრის მიღება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლების დაცვა, ბიზნესის თავისუფლება. ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რასაც ჩვენ მივყვებით და ვიცავთ, რაც მნიშვნელოვანია. როდესაც ვსაუბრობთ, რომ „ევროპა მინდა“ და „ევროპული მომავალი მინდა“, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვათ ჩვენს ქვეყანაზე, სახელმწიფოებრიობაზე და ა.შ. ჩვენ იმისთვის ვიბრძოლეთ, რომ ვყოფილიყავით დამოუკიდებელი, თავისუფალი. დღესაც ხომ გრძელდება ეს ბრძოლა. ვიღაცას თუ ერთი ბატონის მეორეთი ჩანაცვლება თავისუფლება და დემოკრატია ჰგონია, ეს ასე არ არის“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, გუშინ, 9 აპრილს თბილისში მარში გაიმართა, რომელზეც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში რეინიცირება გააპროტესტეს. დედაქალაქში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი და სოციალურ ქსელში აქციაზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა გიორგი ქოჩორაშვილის მამამ, როინ ქოჩორაშვილმაც, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს გზა ევროპაშია.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)