|
2024-04-09 19:42:04, 327 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი - ორგანიზაციები, რომლებიც გამჭვირვალობის კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან, საერთოდ არ ინტერესდებიან შინაარსით, გაურკვეველია, რის დამალვას ცდილობენ ასე გამალებით
ოპოზიციაც და ის ორგანიზაციებიც, რომლებიც ეწინააღმდეგებიან გამჭვირვალობის კანონპროექტს, საერთოდ არ ინტერესდებიან შინაარსით, დაინტერესებული არ არიან არც გამჭვირვალობით და არც მოქალაქეების ინტერესებით, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. ბოჭორიშვილის თქმით, გაურკვეველია, რის დამალვას ცდილობენ ასე გამალებით არასამთავრობო ორგანიზაციები. „ნამდვილად უცნაურია, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც თავად არიან ჩართულნი ევროკავშირის ფარგლებში დისკუსიაში, რაც შეეხება გამჭვირვალობას, საქართველოს შემთხვევაში, ამას უმკაცრესი ზომებით გმობენ. ევროკავშირი განიხილავს მესამე ქვეყნების გავლენების წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ უფრო ძლიერი მექანიზმების ამუშავებას. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობაზე, რაც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ემსახურება მოსახლეობის ინფორმირებულობას, იცოდნენ, რა ფინანსებით ფინანსდებიან და რა ინტერესები დგას იმ ორგანიზაციების უკან, რომელთაც აქვთ ამბიცია, ჩართული იყვნენ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში. ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური ინტერესია, რაც შეიძლება ჰქონდეს ჩვენს მოსახლეობას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი განვიხილოთ. კანონპროექტთან დაკავშირებით ვერანაირი კრიტიკა ვერ დავინახე. რასაც აკეთებენ, ამას კრიტიკა არ ჰქვია. რეალურად, ისინი ისევ კანონის ბრენდირებას აკეთებენ და შინაარსობრივად არ გაიხილავენ. სწორედ ამაშია პრობლემა, რომ ოპოზიციაც და ის ორგანიზაციებიც, რომლებიც ასე გამალებით ეწინააღმდეგებიან კანონპროექტს, საერთოდ არ ინტერესდებიან შინაარსით და დაინტერესებული არ არიან არც გამჭვირვალობით და არც ჩვენი მოქალაქეების ინტერესებით. სხვა რა შეიძლება იყოს კამპანიის საფუძველი, რომელიც გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარეობს, თუ არა სურვილი, რაღაც დამალო. ჩვენს ქვეყანაში დასავლეთის ქვეყნებს, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს ბევრი კარგი საქმე აქვთ გაკეთებული, ბევრი კარგი პროექტი დაფინანსებული. ბევრი რამ არის გაკეთებული სწორედ მათი ფინანსური დახმარების შედეგად. აბსოლუტურად გაურკვეველია, რა შეიძლება იყოს, რის დამალვას ცდილობენ ასე გამალებით ორგანიზაციები, რომლებიც დიდწილად ამ დაფინანსებას იღებენ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)