05:47 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-08 15:07:52, 455 ნახვა

პოლიტიკა
„არა რუსულ კანონს“ - პარლამენტთან აქცია იმართება [ვიდეო]

"არა რუსულ კანონს" - ამ ლოზუნგით პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი არიან არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პარლამენტში რეინიცირებას აპროტესტებენ.

"რუსებო", "არა რუსულ კანონს" - სკანდირებენ აქციაზე შეკრებილი ადამიანები.

აქციის პარალელურად, დღეს 15:00 საათზე პარლამენტის ბიურო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის დაარეგისტრირებას გეგმავს.

შეგახსენებთ, 3 აპრილს "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში იმავე დღეს დააინიცირეს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics