07:27 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-10 16:50:20, 573 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანი იტალიის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩს, ენრიკო ბარტოლის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი და შემდგომი განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და საინვესტიციო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას.

მხარეებმა განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულივითარება და ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა იტალიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას და მადლიერება გამოხატა ამ მიმართულებით იტალიური მხარის ძალისხმევისათვის.

ენრიკო ბარტოლიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მზადყოფნა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებსა და ჩვენი ქვეყნისათვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics