|
2024-04-06 13:09:00, 375 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: - ისინი იძახიან დღეს, რომ შავი ფული შემოვიდეს დასავლეთიდან, არსაიდან არ უნდა შემოვიდეს, ფული უნდა იყოს ყველა მხრიდან გამჭვირვალე
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი სიმართლეს ყველა ადამიანამდე მიიტანს. მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლების პირობა იყო კანონს არ დაბრუნებოდა იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობოები ფინანსების გამჭვირვალობას უზრუნველყოფდნენ, თუმცა, ისინი საპირისპიროდ მოიქცნენ. „ყველა ადამიანამდე მივიტანთ სიმართლეს. იმ სიმართლესაც, რომ ჩვენ პირობა გვქონდა, რომ კანონს არ დავაბრუნებდით, მათ პირობა ჰქონდათ, არათუ პირობა, ფაქტობრივ მოცემულობად ასაღებდნენ იმას, რომ გამჭვირვალეა. სად არის გამჭვირვალობა? რამდენი მაგალითი დავასახელეთ, რომ პირიქით, გაუმჭვირვალეა და შავი ფულია. ისინი იძახიან დღეს, რომ შავი ფული შემოვიდეს დასავლეთიდან. არსაიდან არ უნდა შემოვიდეს, ფული უნდა იყოს ყველა მხრიდან გამჭვირვალე და ხალხიც დაინახავს რა ფული, როგორი, რა მიზნობრიობით, საიდან შემოდის.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)