07:27 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-10 16:32:39, 413 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთში იმყოფება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე  ესტონეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში 10-11 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ტოომას ჰენდრიკ ილვესთან, პრემიერ მინისტრთან ტაავი რეივასთან, პარლამენტის პრეზიდენტთან ეიკი ნესტორთან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან სვენ მიკსერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მარინა კალიურანდთან და მეწარმეთა კავშირის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან ჰანნო ტომბერგთან.

შეხვედრებზე განიხილავენ საქართველო-ესტონეთის ორმხრივი ურთიერთობებისა და ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებს.

ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ესტონეთის ბიზნეს ფორუმის გახსნის ცერემონიაში. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, ტურიზმის ასოციაცია , სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ათამდე ქართული ბიზნესკომპანიის წარმომადგენელი.

ასევე, ესტონეთის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტში მიხეილ ჯანელიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე:  "Georgia's European and Euro-Atlantic Integration"





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics