|
2024-04-05 15:28:57, 474 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - კრიტიკა, რომ ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის, ყალბია
კრიტიკა, რომ შემაშფოთებელია, დამაზიანებელია, ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის, ეს კრიტიკა არის ყალბი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მდინარაძის თქმით, "ევროკავშირის წევრი ქვეყნები თავად იღებდნენ უცხოეთიდან შემოსული დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონებს და პარალელურად, საქართველოს მოუწოდებდნენ, რომ მსგავსი კანონის მიღება არ გაბედონ". "კრიტიკა, რომ შემაშფოთებელია, დამაზიანებელია, ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის, ეს კრიტიკა არის ყალბი. ჩვენ უნდა გავბედოთ ამის თქმა იმიტომ, რომ ჩვენ გვაიძულებენ და აქვთ მცდელობა, გვაიძულონ, არ მივიღოთ იგივე კანონი, რაც თავად ევროკავშირმა დააინიცირა. თავად ევროკავშირის ქვეყნებშია ინიცირებული, მოქმედებს, განიხილება და ა.შ. და ჩვენ გვეუბნებიან, თქვენ არ მიიღოთ ეს კანონი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ წარმოუდგენელი უსამართლობაა, ისევე, როგორც თავის დროზე, კანდიდატის სტატუსის არმოცემა. ჩვენო მეგობრებო, ხაზგასმით ვეუბნებით ამას, წარმოუდგენელი უსამართლობაა, თქვენთან იღებდეთ, აინიცირებდეთ და ჩვენ თითის ქნევით გვეუბნებოდეთ, რომ ეს არ გაბედოთ. ამ უსამართლობას ქართველი ხალხი არ შეეგუება. თუ კონკრეტულ ძალებს უნდათ, რომ ფულით მართონ საქართველო, ასე არ იქნება - საქართველო არის სუვერენული, შემდგარი სახელმწიფო და საქართველოს მართავს მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, შესაბამისად, ეს ყველაფერი ღირებულებით ბრძოლაში გადადის",- ამბობს მდინარაძე. შეგახსენებთ, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში იმავე დღეს დააინიცირეს.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)