|
2024-04-04 16:41:26, 375 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიშვილი - როდესაც შენს კოლეგას ასანქცირებენ და ვინც დაასანქცირა, იმის ვიზირებით საზღვარგარეთ მოგზაურობ, არაეთიკურია
როდესაც შენს კოლეგას ასანქცირებენ, ვიზას უუქმებენ იმის გამო, რომ მან სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც თავიდან ბოლომდე აღიარა სტრასბურგის სასამართლომ და შენ ამ დროს ვინც დაასანქცირა, იმის ვიზირებით საზღვარგარეთ მოგზაურობ, ეს არაეთიკურია შენს კოლეგასთან, იმ მოსამართლესთან, რომელთან ერთადაც გევალება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის განმტკიცება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, „დღეს მოსამართლეებმა უნდა დაინახონ მათი დამოუკიდებლობის ძალა და მოსამართლეები, რომლებიც შიგნით პატარა კლანს ქმნიან, ამ დამოუკიდებლობის აღქმას უშლიან ხელს". „როდესაც ხდება სასამართლოს დამოუკიდებლობის ჩამოყალიბების პროცესში გარედან ჩარევა იმ მიზნით, რომ საუკეთესო გამოცდილება გაუზიარონ, ეს კარგია, მაგრამ როდესაც ხდება სასამართლოს წევრებისგან იმ ადამიანების გამორჩევა, ვინც რაღაც მიზეზის, ან პოლიტიკური ანგაჟირებულობის გამო ხდებიან სასამართლოს შიგნით განხეთქილების შემტანები, უცხოური პოლიტიკის გატარების ერთგვარი ლობისტები, სწორედ ეს არის, რაც დღეს აზიანებს ქართული სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუციის ჩამოყალიბებას. როდესაც შენს კოლეგას ასანქცირებენ, ვიზას უუქმებენ იმის გამო, რომ მან სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც თავიდან ბოლომდე აღიარა სტრასბურგის სასამართლომ და შენ ამ დროს ვინც დაასანქცირა, იმის ვიზირებით საზღვარგარეთ მოგზაურობ, ეს ელემენტარულად არაეთიკურია შენს კოლეგასთან, იმ მოსამართლესთან, რომელთან ერთადაც გევალება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის განმტკიცება. დღეს სასამართლო ინსტიტუციურად დამოუკიდებელი ორგანოა. აღმასრულებელ ხელისუფლებას არანაირი უფლებამოსილება აღარ გააჩნია სასამართლო ხელისუფლების ფორმირებასთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ასეთი რამე საქართველოში არასდროს ყოფილა. დღეს მოსამართლეებმა უნდა დაინახონ და ირწმუნონ მათი დამოუკიდებლობის ეს ძალა და ამ დროს, ასეთი მოსამართლეები, რომლებიც მართლაც პატარა კლანს ქმნიან შიგნით, ამ დამოუკიდებლობის აღქმას უშლიან ხელს მოსამართლეთა 300 კაციან კორპუსში“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. „ქართული ოცნების" ინფორმაციით, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის დაფინანსებით რამდენიმე მოსამართლემ იტალიაში იმოგზაურა.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)