|
2024-04-04 16:03:55, 402 ნახვა
პოლიტიკა
გრეგოროვა - არაერთხელ გაკრიტიკებული კანონი უცვლელადაა წარდგენილი საქართველოს პარლამენტში - გაოგნებული ვარ ამ ნაბიჯით
როგორც გავიგე, არაერთხელ გაკრიტიკებული კანონი, რომელმაც შარშან საზოგადოების მწვავე აღშფოთება გამოიწვია, კვლავ უცვლელადაა წარდგენილი საქართველოს პარლამენტში. გაოგნებული ვარ ამ ნაბიჯით,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ "რადიო თავისუფლებას" განუცხადა. გრეგოროვას თქმით, ასეთი კანონმდებლობა გულდასმით შემუშავებას და კონსულტაციებს საჭიროებს. "იმედი მქონდა, რომ წინა ჯერზე კანონის მიღების [და შემდგომი პროტესტის და კრიტიკის] შემდეგ, საქართველოს მთავრობა მიხვდა, თუ რატომ დაატყდა თავს ასეთი კრიტიკა. ასეთი კანონმდებლობა საჭიროებს გულდასმით შემუშავებას და კონსულტაციებს, რათა ის შეებრძოლოს რეალურად მავნე საგარეო გავლენას - ისეთს, როგორსაც რუსეთი მიმართავს საქართველოზე, მაგრამ არ შეუქმნას საფრთხე ლეგიტიმური პროდემოკრატიული დღის წესრიგის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს. ვინაიდან ამ კანონპროექტის ავტორები იყვნენ ადამიანები, რომლებმაც დატოვეს "ქართული ოცნება“, რადგან მიაჩნდათ, რომ ის საკმარისად რადიკალურად არ იხრებოდა რუსეთისკენ. უკიდურესად ვარ შეშფოთებული საქართველოში ამ კანონმდებლობის სამოქალაქო საზოგადოებაზე მოსალოდნელი ზეგავლენით",- ამბობს გრეგოროვა. შეგახსენებთ, გუშინ, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში გუშინვე დააინიცირეს.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)