15:19 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-03 16:16:40, 466 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ხომ გვინდა ევროპა, მხარს ვუჭერთ გამჭვირვალობას, მაშინ რატომ არ გვინდა მივიღოთ კანონი, რომელიც მეტ გამჭვირვალობას მოიტანს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მედიის შეკითხვებს უპასუხა. 

როგორც კალაძე აღნიშნავს, ოპოზიციას აღნიშნული კანონის საწინააღმდეგოდ „არანაირი რეალური არგუმენტები არ გააჩნია".

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირი კავშირი რუსულ კანონთან გამჭვირვალობის კანონს არ აქვს. ეს არის ტყუილი, სპეკულაცია. საუბარია ორგანიზაციებზე, ტელევიზიებზე, რომ მათი უცხოეთიდან მიღებული გრანტები, დაფინანსებები წარადგინონ დეკლარაციაში და ყველასთვის გახდეს ხელმისაწვდომი. ეს არის ევროპული კანონი, ისეთივე კანონია, როგორიცაა ამერიკაში, ბრიტანეთში, ავსტრალიაში, იგივე დააინიცირა ევროკაშირმა. ხომ გვინდა ევროპა, მხარს ვუჭერთ გამჭირვალობას, მაშინ რატომ არ გვინდა მივიღოთ კანონი, რომელიც მეტ გამჭვირვალობას მოიტანს?“- განაცხადა  კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული კანონის მიღება დღის წესრიგში ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დადგა. 

„დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გაიზარდა საფრთხეები ქვეყანაში შემოსულ გაუგებარ დაფინანსებებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენს ინსტიტუციებს, ამიტომ მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა. საზოგადოებას უნდა მიუწვდებოდეს ხელი, ვინ საიდან იღებს დაფინანსებას. ეს ვალდებულება არ ეხება სტუდენტებს, ფიზიკურ პირებს, სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაცემულ გრანტებს“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, დღეს, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics