|
2024-04-03 15:16:27, 1063 ნახვა
პოლიტიკა
გრეტა წიწავა - მდიდარი „ენჯეოები“, რომლებიც სხვებს დაჟინებით მოუწოდებენ გამჭვირვალობისკენ, რატომღაც თავად არიან გაუმჭვირვალე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაინიცირების გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, „გამჭვირვალობის კანონი" ემსახურება „მარტივ ამბავს" - ქვეყანაში შემოსული თანხა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ერიცხება, იყოს გამჭვირვალე. მისივე თქმით, „ვხედავთ, როგორ იმატებს გაუმჭვირვალე ფულის შემოდინება საქართველოში და ამ თანხების უდიდესი ნაწილი რადიკალური პარტიების, რადიკალური „ენჯეოებისა“ და რადიკალური პროპაგანდისტული მედიის მხარდაჭერისკენ არის მიმართული". „მდიდარი ნჯო-ები, რომლებიც სხვებს დაჟინებით მოუწოდებენ გამჭვირვალობისკენ და სთხოვენ დეტალურ ინფორმაციას ბოლო თეთრამდე, რატომღაც თავად არიან გაუმჭვირვალე და ეწინააღმდეგებიან წელიწადში ერთხელ შეავსონ მარტივი დეკლარაცია. „ქართული ოცნების" მიერ დაინიცირებული „გამჭვირვალობის კანონი" („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) ემსახურება მარტივ ამბავს - ქვეყანაში შემოსული თანხა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ერიცხება, იყოს გამჭვირვალე - დაე, იცოდეს ერმა უცხოეთიდან შემოსული თანხა რა საქმეს და ვის ინტერესებს ემსახურება. ვხედავთ, თუ როგორ იმატებს გაუმჭვირვალე ფულის შემოდინება საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან ერთად და ამ თანხების უდიდესი ნაწილი რადიკალური პარტიების, რადიკალური „ენჯეოებისა“ და რადიკალური პროპაგანდისტული მედიის მხარდაჭერისკენ არის მიმართული. ანალოგიური კანონები მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელსა და ავსტრალიაში, გასული წლის მანძილზე, ანალოგიური კანონების განხილვა დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, კანადაში, სლოვაკეთში და უკრაინაში“,- წერს გრეტა წიწავა.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)