|
2024-04-02 14:48:09, 441 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - უდიდესი პრობლემაა გაძვირებული ფასები, რაზეც უმრავლესობის ლიდერები იცინიან
უდიდესი პრობლემაა ქვეყანაში გაძვირებული ფასები, რაზეც სამწუხაროდ, ფაქტობრივად, რამდენიმე კვირის განმავლობაში იცინიან და დასცინიან მოსახლეობას უმრავლესობის ლიდერები,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, "ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ ყველაფერზე იმის გარდა, რაც მათი საქმეა". "რეალობაში, იქნებ, ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდეს, ვინც გასცემს მოსახლეობის მთავარ შეკითხვებს პასუხს იმაზე, რაც თქვენი ყოველდღიური მოვალეობა უნდა იყოს. ვგულისხმობ ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვას, უმუშვრობას, რომელიც არის საქართველოში. თქვენივე მოწოდებული ინფორმაციით, გაჭირვებული ადამიანების რაოდენობა იზრდება და მერე იტყვით, რომ რაღაც ეკონომიკური ზრდა გაქვთ",- მიმართა ხაბეიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)