|
2024-03-30 16:33:54, 802 ნახვა
მსოფლიო
სომხეთში რუსეთის ელჩი - აშშ სომხეთთან ურთიერთობას რუსეთთან დაპირისპირების კონტექსტში განიხილავს
აშშ სომხეთთან ურთიერთობას რუსეთთან დაპირისპირების კონტექსტში განიხილავს, რამაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს სომხურ-რუსულ ურთიერთობებს, - ამის შესახებ სომხეთში რუსეთის ელჩმა, სერგეი კოპირკინმა განაცხადა. კოპირკინმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა, შეასრულოს თავისი მოკავშირული ვალდებულებები სომხეთის წინააღმდეგ საგარეო აგრესიის შემთხვევაში და სერიოზულად ეკიდება თავის ვალდებულებებს იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით. „სამწუხაროდ, ჩვენი ურთიერთობები უფრო ფართო დაპირისპირების ობიექტი ხდება და ამას აშშ არ მალავს. ისინი ღიად ამბობენ, რომ სომხეთთან ურთიერთობას უყურებენ სწორედ რუსეთთან და ირანთან დაპირისპირების კონტექსტში. ეს ძალიან საშიშია და შეიძლება, რეალური ზიანი მიაყენოს სომხურ-რუსულ ურთიერთობებს, თუ სომხურ მხარეს არ იქნება საკმარისი პოლიტიკური ნება, დაიცვას ჩვენი ურთიერთობების მთელი რიგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი ადამიანებისთვის”, - განაცხადა სერგეი კოპირკინმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)