00:19 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-28 11:18:19, 751 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ შეხვედრები „გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში

„გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში, "თიბისის" თანამშრომლები, ზესტაფონისა და საჩხერის სკოლებს ესტუმრნენ. მათ სკოლის მოსწავლეებს ფინანსური და ეკონომიკური განათლების, ასევე სამეწარმეო საქმიანობის შესახებ გაუზიარეს ცოდნა. შეხვედრები ინტერაქციული ხასიათის იყო და მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები. 

კამპანია „გლობალური ფულის კვირეული“ საქართველოში, ეროვნული ბანკის ინიციატივით, უკვე მეათედ ჩატარდა. მსოფლიოში კი, კვირეული 2012 წლიდან 170-ზე მეტ ქვეყანაში, ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება. მისი მთავარი მიზანი, ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებისა და ამ მიმართულებების პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.

"თიბისი", ყოველწლიურად, აქტიურადაა ჩართული კვირეულში და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიებს ატარებს, როგორც სოციალური ქსელებში ასევე, ფიზიკურ გარემოში. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და მასთან არსებულ, ფინანსური განათლების პლატფორმა - ფინედუსთან ერთად, "თიბისი" მონაწილეობს მოსწავლეთა და მასწავლებლების სხვადასხვა შემეცნებით-საინფორმაციო კამპანიებში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics