|
2024-03-28 09:59:13, 877 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - უფლებები არის სხვა და პროპაგანდა და ლგბტ თემის პოპულარიზაცია - სხვა
ნელ-ნელა ჩაერთო „ნაცმოძრაობა“, ეპარებიან თემას გვერდიდან. მათ აერთიანებთ ამ პროპაგანდის მხარეს დგომა და გარდა მათი რეალური გაერთიანებისა, უკვე აღმოჩნდა, ვერცერთმა გაუბედა თავის პატრონს, ეთქვა, რომ ეროვნული ამოცანა, ეროვნულ იდენტობასთან დაკავშირებული ოჯახური ღირებულებების დაცვის, ჩვენი მომავალი თაობების დაცვის კანონპროექტია და მოდი, მხარს დავუჭერთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის მიერ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მდინარაძემ „ღამის კურიერში“ საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციური პარტიები ცდილობენ, თემა ისე წარმოაჩინონ, რომ მმართველი პარტია კანონპროექტით ვინმეს ებრძვის. „ისინი ცდილობენ, წარმოაჩინონ, ჩვენ ვიღაცას ვებრძვით. ჩვენ თავს არავის ვესხმით, პირიქით, ჩვენ ვიცავთ მომავალ თაობებს, ოჯახურ ღირებულებებს, ჩვენს ტრადიციებს, ეროვნულ იდენტობას; ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას; ჩვენ ვიცავთ, რომ ჩვენთან ვიღაცამ ტრანსგენდერ ბავშვებს არ მიმართოს. რა ტრანსგენდერი ბავშვი? ბავშვი არის ბავშვი; ჩვენ ვიცავთ იმისგან, რომ რომელიმე სახელმწიფო უწყებაში ან ვინმე კერძო პირმა თითის ქნევა არ დაუწყოს ვინმეს, რომ დედა, მამა, ქალიშვილი, ვაჟიშვილი, და, ძმა, ასეთი ტერმინები არ გამოიყენოს. დედა და მამა კი არა - მშობელი. ჩვენ ამისგან ვიცავთ ჩვენს იდენტობას. ჩვენ სხვანაირი კულტურა გვაქვს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ იდენტობას. ეროვნული იდენტობა, ჩვენი შვილების მომავალი არის ის, რაც უნდა დავიცვათ. მათზე მავნე ზეგავლენა არის, რაც უნდა გამოვრიცხოთ და ოჯახური ღირებულებები არის, რაც უნდა დავიცვათ და ეს დაცვა უფლებებზე თავდასხმა რანაირად არის. ეს უნდა გავმიჯნოთ. უფლებები არის სხვა, პროპაგანდა, მისი მავნე ზეგავლენა და ლგბტ თემის პოპულარიზაცია, პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენა არის სხვა",- ამბობს მდინარაძე. "ექსპრესნიუსი" ემიჯნება პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ ჰომოფობიურ და შეუწყნარებელ განცხადებებს.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)