02:02 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-26 14:39:25, 601 ნახვა

საზოგადოება
დანიგანი - საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღევანდელ თამაშზე წარმატებას ვუსურვებთ - მთელი საელჩო გგულშემატკივრობთ

საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, აშშ-ის საელჩოს სახელით წარმატებას უსურვებს.

აღნიშნულის შესახებ რობინ დანიგანი ვიდეომიმართვაში აცხადებს.

„წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღევანდელ თამაშზე. მთელი ამერიკის საელჩო გგულშემატკივრობთ. საქართველო ერთადაა“, - განაცხადა რობინ დანიგანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრას ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ საბერძნეთის ნაკრებთან 21:00 საათზე გამართავს.

თბილისის მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანები და გულშემატკივართა ზონა 19:00 საათიდან იქნება მოწყობილი. ასევე, პირდაპირი ეთერის დაწყებამდე, მაყურებლების განწყობაზე ქართველი მუსიკოსები იზრუნებენ.

გარდა ამისა, მუნიციპალური ტრანსპორტი 27 მარტის  02:00 საათამდე იმუშავებს, რათა „დინამო არენაზე“ და პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოსულ გულშემატკივარს სახლში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics