|
2024-03-26 11:03:59, 553 ნახვა
საზოგადოება
კობახიძე - მჯერა, ბიჭები ფეხბურთის ისტორიის ახალ ფურცელს დაწერენ - მჯერა, საქართველო გაიმარჯვებს [ვიდეო]
მჯერა, რომ დღეს ბიჭები გამარჯვებაში სულს და გულს ჩადებენ და ფეხბურთის ისტორიის ახალ ფურცელს დაწერენ. მჯერა, რომ დღეს საქართველო გაიმარჯვებს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სპეციალურ ვიდეომიმართვაში აცხადებს. მთავრობის მეთაურის თქმით, "ერთგულ გულშემატკივარს საფეხბურთო ნაკრები ერთი წამითაც არ მიუტოვებია". "საქართველოს ნაკრებმა თავისი პირველი ოფიციალური მატჩი ზუსტად 30 წლის წინ 1994 წელს ითამაშა. ნაკრები ჩვენ თვალწინ დაიბადა და გაიზარდა. ყველას კარგად გვახსოვს ჩვენი ნაკრების გადადგმული თითოეული ნაბიჯი, თითოეული გამარჯვება, თითოეული გოლი, რომელიც გულში ოცნების ახდენის იმედს გვინახავდა და გვიღვივებდა. 30 წლის მანძილზე 14-ჯერ ვცადეთ მსოფლიოზე და ევროპაზე გასვლა, მაგრამ ოცნება ვერც ერთხელ ვერ ავიხდინეთ, თუმცა ერთგულ გულშემატკივარს ნაკრები ერთი წამითაც არ მიგვიტოვებია. არასოდეს დაკვიკარგავს ქართული საფეხბურთო გენის და ჩვენი ბიჭების რწმენა, რომ ისინი ერთხელაც აუცილებლად აგვიხდენდენ ოცნებას და ახალ 13 მაისს გვაჩუქებდნენ. ახლა, ამ ოცნების ახდენამდე ნახევარი ნაბიჯი გვაშორებს. გვყავს საუკეთესო გუნდი, რომელსაც გამარჯვების ჟინი აქვს და მოგება შეუძლია. მჯერა, რომ დღეს ბიჭები გამარჯვებაში სულს და გულს ჩადებენ და ფეხბურთის ისტორიის ახალ ფურცელს დაწერენ. მჯერა, რომ დღეს საქართველო გაიმარჯვებს",- განაცხადა კობახიძემ ვიდეომიმართვაში. შეგახსენებთ, დღეს, 26 მარტს ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)