2024-03-24 17:05:33, 787 ნახვა
საზოგადოება
GWP - გოძიაშვილის ქუჩაზე წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა - ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფი
თბილისში, საბურთალოს რაიონში, გოძიაშვილის ქუჩის N31-ის მიმდებარედ, წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (GWP) ავრცელებს.
GWP-ის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი, წყლის დინების შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და აღდგენითი სამუშაოები მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლისთანავე დაიწყება.
"აღნიშნულთან დაკავშირებით, 15:30 საათიდან 25 მარტის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება: ვაშლიჯვრის დასახლებაში - სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, ფარჯიანის, გელოვანის, იასამნის, ემუხვარის, თოფურიას და მაჭავარიანის ქუჩებს. ვაშლიჯვრის დასახლების მე-2ა, მე-3ა, მე-4 და მე-4ბ ზონებს",- ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,