|
2024-03-24 10:18:31, 637 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო
მოსკოვში "კროკუს სითი ჰოლზე" ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ამ ვერსიას ემთხვევა აშშ-ის დაზვერვის მონაცემებიც, რომელთა მიხედვითაც "ისლამური სახელმწიფოს" ხორასანის ვილიაეთი რუსეთში ტერაქტს დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდა. ამას გარდა, აისისთან დაკავშირებულმა სააგენტო "ამაკმა" წუხელ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც თავად თავდამსხმელებმა "კროკუს სითი ჰოლში" გადაიღეს. მასში ჩანს ორი თავდამსხმელი, რომელთაგან ერთი ავტომატით, მეორე კი დანითაა შეიარაღებული. ავტომატიანი ტერორისტი ესვრის შესასვლელთან შეჯგუფულ ხალხს, ამის შემდეგ კი დანიანი ტერორისტი მიდის ჯერ კიდევ ცოცხალ, დაჭრილ კაცთან და ყელთან ახლოს რამდენჯერმე ურტყამს დანას. ასევე, გამოქვეყნდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ დგას აისისის დროშის ფონზე ოთხი თავდამსხმელი. აქედან ერთს სწორედ ის მაისური აცვია, რომელიც ეცვა თეთრ "რენოში" დაკავებულ ტერორისტს, რომელსაც დაკავებისას ძალოვნებმა ყური მოაჭრეს და, ერთ-ერთი ვერსიით, აიძულეს მისივე მოჭრილი ყური დაეღეჭა. ერთ-ერთი დაკავებული VKontakte-ში აქვეყნებდა ნახატებს რელიგიურ თემებზე და გამოიწერილი ჰქონდა მუსლიმური საჯარო გვერდები. რადიო თავისუფლებამ შეისწავლა 19 წლის მუჰამედსობირ ფაიზოვის კიდევ ერთი ძველი ანგარიში. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, "კროკუს სითი ჰოლზე" ტერორისტული თავდასხმის შედეგად 132 ადამიანი მოკლეს, 152 კი - დაშავდა. სამძებრო სამუშაოები "კროკუსის" შიდა სივრცეში დასრულებულია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)