|
2024-03-23 22:48:13, 666 ნახვა
პოლიტიკა
გია ცაგარეიშვილი ვეტინგზე - ევროპული ღირებულებები არ არის კანდიდატი ქვეყნისთვის უარგუმენტოდ გარკვეული მოსაზრებების თავს მოხვევა
ველოდებით ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან დაკონკრეტებას, რა სურთ ჩვენგან, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სასამართლო ხელისუფლებაში შემდგომი რეფორმების განხორციელებისთვის, ვფიქრობ, ეს დიალოგი უნდა გაგრძელდეს. თუ მხოლოდ ხელის აქნევით იქნება საუბარი რომ არა, არავითარი კონკრეტიკა არ იქნება, თქვენ უნდა დაემორჩილოთ ჩვენს ამ შეხედულებას და აუცილებელია ვეტინგი, ვფიქრობ, ასე საკითხის დაყენება დიდი უსამართლობაა - განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. როგორც გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ევროპული ტრადიცია და ღირებულებები არ არის უარგუმენტოდ გარკვეული მოსაზრებების თავს მოხვევა კანდიდატი ქვეყნისთვის. არც ის უნდა იყოს ევროპული ტრადიცია, რომ კარი გაუღო კრიმინალ, ავაზაკ ადეიშვილს, მიიღო სხვადასხვა ფორუმებზე, შეხვედრებზე და თვალი დახუჭო იმაზე, რას აკეთებდა ის საქართველოში. მისივე თქმით, ყოველგვარი შემოწმებები გარედან თუნდაც სწავლული ექსპერტების და იურისტების მხრიდან, ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფაა.
ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - საქტატი
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)