|
2024-03-22 22:20:46, 786 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტისას სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა და 100 მეტი დაიჭრა
Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში სროლა მოხდა; Telegram-ის არხები აქვეყნებენ თვითმხილველების უამრავ ვიდეოს. რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა ავტომატური თოფებიდან. არხის Shot-ის ინფორმაციით, ტერაქტის განმახორციელებელ ჯგუფში სულ მცირე 5 შეიარაღებული პირი შედიოდა. არხ 112-ის ცნობით, 21:00 საათზე (მოსკოვის დროით) ცნობილი გახდა, რომ 50 დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა. ტერაქტი ჯგუფ პიკნიკის კონცერტის დაწყებამდე მოხდა. კროკუსში ტერაქტის ადგილზე 50 სამედიცინო ჯგუფი გაგზავნეს. მეხანძრეებს სავაჭრო ცენტრთან ახლოს ამ დრომდე არ უშვებენ. ხანძრის ჩაქრობას ვერ დაიწყებენ იმის გამო, რომ შესაძლოა შიგნით ისევ დამნაშავეები იყვნენ. წინასწარი მონაცემებით, ისინი შენობაში ბარიკადირდნენ. მსროლელთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ზოგიერთი თვითმხილველი ამბობს "ხუთი წვერიანი მამაკაცი ავტომატებით". ზოგიერთ მათგანს თან ჰქონდა ზურგჩანთები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)