2024-03-22 16:14:39, 746 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ბულგარეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ბულგარეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
"მინისტრმა ბულგარეთის მხარეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობისა და საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობის საკითხებზე.
შეხვედრას ბულგარეთის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჰრისტო ნოჩევი დაესწრო", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),