03:38 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-22 14:46:47, 554 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერი ბაგების დასახლებაში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს გაეცნო

ვაკის რაიონში, კერძოდ, ბაგების დასახლებაში, უჩანეიშვილის ქუჩის N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შესრულებული სამუშაოების შედეგებს, დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა გრუნტის დამჭერი რკინაბეტონის კედელი ამ ტერიტორიაზე მიწის ჩამოშლის შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ მოაწყო.

„გზის აღნიშნული მონაკვეთი იყო მეწყრული, იშლებოდა და ავტომობილების გადაადგილება სახიფათო იყო. შესაბამისად, განვახორციელეთ ეს პროექტი, მოეწყო დაახლოებით, 100 მეტრის სიგრძის ხიმინჯოვანი კედელი, რათა აღნიშნული გზა დაიჭიროს. პროექტი უკვე დასრულებულია, გზის ეს მონაკვეთი სრულად უსაფრთხოა და ავტომობილებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს თავისუფლად შეუძლია გადაადგილება. იყო გარკვეული პრობლემები პროექტის განხორციელების დროს, თუმცა დღეს ყველაფერი დასრულებული და მოწესრიგებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში დამონტაჟდება განათების ბოძებიც და მოაჯირები. ახლად მოწყობილი კედლის მიმდებარედ, ვაკის რაიონის გამგეობამ საგზაო სამუშაოებიც შეასრულა.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე.  

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics