|
2024-03-21 20:12:47, 560 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - ევროპელებისთვის საუბარი არ არის დონბასისთვის სიკვდილზე, საუბარია უკრაინის დახმარებაზე
ომი ევროპაში გარდაუვალი არ არის, ევროპელებისთვის საუბარი არ არის დონბასისთვის სიკვდილზე, საუბარია უკრაინის დახმარებაზე, რომ უკრაინელები არ დაიხოცონ დონბასში, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის სამიტზე განაცხადა. როგორც ბორელი აღნიშნავს, რუსეთის შეჭრის შემდეგ, ბოლო 2 წელიწადში ევროკავშირის მხრიდან უკრაინის დახმარება 31 მილიარდ ევროს აღწევს. „ევროპელების მიმართ მოწოდება სიფხიზლისკენ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას, სწორია, მაგრამ არ უნდა იყოს გაზვიადებული: ომი გარდაუვალი არ არის. მესმის განცხადებები ომის გარდაუვალობაზე. ჩვენ ვცხოვრობთ მშვიდობიანად, მხარს ვუჭერთ უკრაინას და არ ვართ ამ ომის ნაწილი, მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ მომავლისთვის, გავზარდოთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები. არ არის საჭირო ხალხის შეშინება იმით, რომ ომი გარდაუვალია. უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობა არის გარდაუვალი. ეს არ არის დონბასისთვის სიკვდილი, ეს არის უკრაინელების დახმარება, რომ ისინი არ დაიხოცონ დონბასში“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)