|
2024-03-21 17:46:10, 618 ნახვა
მსოფლიო
ლიეტუვის პრეზიდენტი - საჭიროა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესდეს უფრო მეტი სექტორული სანქცია, რადგან ეს ყველაზე ეფექტიანი გზაა
საჭიროა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესდეს უფრო მეტი სექტორული სანქცია, რადგან ეს ყველაზე ეფექტიანი გზაა, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა. როგორც ნაუსედა აღნიშნავს, უნდა გაკეთდეს მეტი, რათა რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლა არ მოხდეს. "უნდა ვეძებოთ ახალი შესაძლებლობები უკრაინის მხარდასაჭერად სამხედრო და ფინანსური თვალსაზრისით. ზელენსკი ისაუბრებს ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებაზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია ვნახო, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები მზად არიან უკრაინასთან მოლაპარაკებების დასაწყებად და უკვე ივნისში შევძლოთ მოლაპარაკებების გახსნა. რაც შეიძლება მალე უნდა გავაკეთოთ ეს, რადგან ეს ჩვენი სანდოობის ამბავია. უკრაინამ შეასრულა ყველა მოთხოვნა და ახლა ჩვენი დროა, შევასრულოთ დაპირება. უნდა გავაძლიეროთ თავდაცვა და მეტი რესურსები მივმართოთ შესაძლებლობების გაძლიერებაში", - განაცხადა ნაუსედამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)